გამონაკლისები

- გადადე ეგ წიგნი ცოტა ხნით გვერდზე და დამელაპარაკე.

- ვთვლიდი,რომ გამონაკლისი იყავი,იმ ამპარტავანი სქესიდან,რომელიც საკუთარ თავს “ძლიერ სქესს” უწოდებს.. ვინ არ შემცდარა.

- ასე თავად “სუსტმა სქესმა” გადაწყვიტა,მეტი არაფერი.. მოიცა,თვლიდი? ახლა რა შეიცვალა?

- ის,რომ წიგნს “ეგ წიგნი” უწოდე..

- ოჰ,მაპატიეთ თქვენო “უწიგნესობავ”,ვერ მოვასწარი წამეკითხა სათაური და მით უმეტეს ავტორი.აბა,რას კითხულობ?

- “დეიდა ტულას.”

- ისე მეუბნები,თითქოს აჰა და იმდენჯერ მაქვს წაკითხული,სათაური რაა რო,მთლიანი წიგნი ზეპირად ვიცი..

- რა გინდა,რომ გითხრა? ვინ არის ავტორი,მოგიყვე მისი ცხოვრება არამც თუ მხოლოდ მთავარი პერსონაჟისა,არამედ მთლიანად  რა ხდება ნაწარმოებში და ბოლოს შენი არაშესაფერისი შეხედულებები ვისმინო,მხოლოდ იმიტომ რომ გინდა ჩემთან ილაპარაკო.ამ დროს კი ყველაზე მთავარი გავიწყდება,დროს მაკარგვინებ! შენ და უნამუნო,რომ შეგადარონ რას ფიქრობ,რომელთან საუბარს ავირჩევდი?

Read the full post »

უკვდავი შავ – თეთრი ხელოვნება.

ასე მხოლოდ იმ ფილმებს და მათ თანმხლებ მუსიკას ვეძახი,რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს და რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით ვუცქერ და ვუსმენ.გასული საუკუნის კლასიკური ქმნილებები,შეუდარებლად ერწყმის ერთმანეთს,ფილმი და მუსიკა თითქოს განუყოფელია და ასეც უნდა იყოს,სხვა შემთხვევაში ისინიც ისევე მიეცემოდნენ “უინტერესო ხელოვნების განსასვენებელს მათივე საუკუნეში”,როგორც არა ერთი მათი თანამედროვე.

კადრი ფილმიდან "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" (1931).

აღარ აღვნიშნავ როგორ მიყვარს ჩარლი ჩაპლინი.ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა ეს შესანიშნავად იცის.დანამდვილებით არ ვიცი მისი პიროვნების თუ მისი ფილმების გამო მიყვარს ასე ძალიან.უკვდავი შავ-თეთრი ხელოვნებაა ყოველი მისი ფილმი და მუსიკა ამ ფილმებიდან ლაპარაკობს ყველაფერზე რასაც სიტყვები ასე კარგად ვერ იტყოდნენ.

Read the full post »

ადვილად მსხვრევადი ნივთები

ყველა ფანჯარა ჩალეწილია.. ყველა კარი ღიაა.. ქარი უდაბნოს ქვიშასავით ურევს ერთმანეთში აზრებს,მხოლოდ წვიმის იმედად ცოცხლობს მომაკვდავი განწყობა,რომელიც ნელ-ნელა ქაღალდივით იკუჭება და ყოველი ჩანაწერი მათთან ერთად ნაგვის ურნაში ცვივა.. მე კი ისე ვიმსხვრები,თითქოს ჩემი ძვლები შუშისგან იყოს დამზადებული.თითქოს უსულო საგანი ვიყო გრძნობების,ემოციებისა და სურვილების გარეშე.უშნო,ყველაზე უფერულ და მტვრიან ვიტრინაში დადებული,ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში,ზუსტად იქ სადაც ლამპიონის ნათურა გადამწვარია და არც არავინ აქცევს ამას ყურადღებას..

ასე ადვილად აღარ დავიმსხვრეოდი,მეორე შანსი რომ მქონდეს.. და შემდეგ თუნდაც მთელი სამყარო ამიმხედრდეს..

ამ კუთხის ხომ ყველას ეშინია,არც არაფერია იქ განსაკუთრებული,მაგრამ მაინც.. მბრწყინავ სიბნელეს,გამაყრუებელ სიჩუმეს და უსხეულო მოჩვენებებს ჩაუგდიათ ხელში,ოდესღაც..

ოდესღაც არსებული სინათლე ამ მიტოვებული გარემოსი.დრომ ჩამორეცხა მისი ფერადი კედლები და ქარებმა ჩალეწეს მისი პრიალა შუშები.მოჩვენებებმა კარის დაკეტვაზე უარი თქვეს,ის ყველასთვის ღია.. მაგრამ არავის აქვს იქ შესვლის სურვილი.

ყველაფერი ამ ქვეყნად წარმავალი წასვლით გულს გწყვეტს.შენს მიერ მოპოვებული დიდება ადრე თუ გვიან მათ მიერ იქნება მიტოვებული ბნელი ქუჩის კუთხეში,სადაც ერთ ქარბუქიან ღამეს ლამპიონის ნათურა გადაიწვება და ამას ვერავინ შეამჩნევს.

და მე ხომ მართლა შუშისგან არ ვარ დამზადებული.ჩემში ხომ ყველაფერია ემოციების,გრძნობებისა და სურვილების ჩათვლით.და მხოლოდ ჩემს ყურადღებას იქცევს ეს ადგილი თავისი იდუმალებით.იქ მხოლოდ მე და ის ვართ.. სამყარო,რომელიც ჩემსავით მარტოობას და მათ ბოროტებას გრძნობს..

მე ხომ მხოლოდ სამოთხეს ვეძებ ამ ქვეყნად,რომლისკენაც ფრთების გარეშე მივილტვი.და ვინ თქვა,რომ სამოთხე ნათელია და იქ ნათურა არ არის გადამწვარი..

და თქვენ ყველა ჩემსავით ადვილად მსხვრევადი ნივთები ხართ,მეტი არაფერი..

Read the full post »

წითელი პუანტები

ალბერტ ჰოლი ორკესტრის საოცრად ხმამაღალმა გუგუნმა გამოაფხიზლა.დარბაზმა აპლოდისმენტით გადაფარა ვიოლინოსა და როიალის შეხმატკბილებული საუბარი და წამში სიჩუმემ გააყრუა არემარე.სცენაზე ის იდგა,წითელი პუანტებით.შეშფოთებას.. არა,უფრო სევდას გამოხატავდა მისი მზერა.დახმარებას ითხოვდა.არავინ,აღმოჩნდა რომ დახმარებოდა და ეს საშინელი პუანტები გაეხადათ მისთვის.. ერთი წრე,მეორე,მესამე და სისწრაფესთან ერთად დარბაზი უფრო და უფრო უმატებდა ტაშის ცემას.

დაიღალა.

“- ჯულიენ.. ჯულიენ.. ვინმემ.. მომაშორეთ ეს პუანტები!”

- ცეკვა! ცეკვა! – გუგუნებდა ჰოლი. – შენ პრიმა ხარ.ვიკი შენ პრიმა ხარ.იცეკვე,უნდა იცეკვო.ცეკვა,ხომ შენი ცხოვრებაა.ასე თავად აირჩიე! ხოდა იცეკვე,გააკეთე ის რასაც დარბაზი შენგან მოითხოვს.შენ დათმე ჯულიენი.. ის აქ არ არის! არავინ იზამს ამას.არავინ გაგხდის წითელ პუანტებს!

გადაეშვა.უსასრულობაში გადაეშვა.შორს ჰოლისგან,ადამიანებისგან,წითელი პუანტებისგან და ცხოვრებისგან – ცეკვისგან.თასმები თავისით შეიხსნა და თავისუფლება იგრძნო.

დაისვენა.

Read the full post »

ცაში ისევ დაფრინავენ ჩიტუნიები.

მმ.. ცოტა აცივდა არა? თბილი,ლიმნიანი ჩაის სურნელი არ გცემთ ირგვლივ? გაშიშვლებული ხეების დანახვისას არ გივლით ჟრუანტელი ტანში და არ გაციებთ? ნუთუ ცაში ჩიტების დანახვა  სასიამოვნოდ არ გაოცებთ? დღეს ცაში ავიხედე,რაც დიდი ხანია აღარ გამიკეთებია თურმე,იმ წამს გამახსენდა ეგეც.. ორი თვითმფრინავი სხვადასხვა მხრიდან თითქოს ერთმანეთს უერთდებოდდა,მაგრამ ისე საოცრად გადაკვეთეს ერთმანეთის კვალი და უვნებელი აღმოჩნდა ორივე,ცაზე კი ლამაზი იქსიკი დაიხატა,თითქოს ღრუბლები ერთმანეთში აირიაო.. ერთობ ლამაზი სანახაობა იყო,მერე ჩიტების მთელი გუნდი დავინახე,სასიამოვნოდ გამიხარდა.ნაცრისფერი,სულ მთლად ფოთლებ შემოცლილი ხის დანახვაზე შარფი მჭიდროდ შემოვიჭდე ყელზე.შემაწუხა გარემომ,დამაღონა მისმა მოწყენილობამ,მაგრამ.. ცაში ისევ დაფრინავენ ჩიტუნიები.. ესეც გაივლის! ჩაიდანმა სტვენა დაიწყო,ფინჯანში ხმაურით ჩაიღვარა მდუღარე წყალი და მოხარშულმა გამხმარმა ჩაის ფოთლებმა ოთახი საამო სურნელით დაატკბეს.ლიმონი დროდადრო ენაზე იკბინება.მთავარი ის არის,რომ საოცარი გრძნობა ყოფილა როცა უბრალოდ გინდა ბედნიერი იყო და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ხარ,ყოველგვარი მიზეზის გარეშე.. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ჯანდაბისაკენ უიღბლობავ, ბოროტებავ, ბოღმავ, არასასიამოვნო ემოციებო, გულისშემაწუხებელო და გამაღიზიანებელო ამბებო და ადამიანებო! აი ახლა,წლის ბოლო დღეს 2011 წელში გტოვებთ ყველას თქვენ და თან მიმაქვს მომავალში, 2012-ში ბედნიერება, მხიარულება, ტკბილი ცრემლების მომგვრელი ემოციები, გრძნობები და ადამიანები! რომელთაც მშვიდ და თბილ წელიწადს ვუსურვებ! დამდეგს გილოცავთ!

Read the full post »

მე გრინჩიანელი ვარ!

აბა ახალი წელი მოდისო და განწყობა გვჭირდებაო.ყველაფერი უნდა გავანათოთ საშობაო ნათურებით და აუცილებლად უნდა მოთოვოსო,სახლი უნდა მოვრთოთო და ბუხარზე წითელი წინდები ჩამოვკიდოთო,ზედ სახელები მივაწეროთ სანტა ნიკს,რომ არ აერიოს ჩვენი საჩუქრებიო.. ჩემთანაც თითქმის ასე ხდება,ხოლმე უბრალოდ წინდას უკვე დიდი ხანია აღარ ვკიდებ ბუხარზე სანტას საჩუქრის მოლოდინში.. რატომ? როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვარ? მოდით მაშინ გიამბოთ..

სამი წლის რომ ვიყავი ოჯახში მითხრეს,რომ ღამით,როცა მე დავიძინებდი ჩემს საყვარელ ნაძვისხესთან,სანტა ნიკი აუცილებლად დამიტოვებდა საჩუქარს,რომლის ნახვასაც მე დილით შევძლებდი.მაშინ დედას ვთხოვე ღამით კარი არ ჩაეკეტა,იმიტომ რომ ჩვენს სახლს ბუხარი არ ჰქონდა და სანტა ხომ უნდა შემოსულიყო საიდანღაც.მაშინ მამამ მითხრა,რომ სანტას ყველა სახლის გასაღები ჰქონდა და რომ,არც ჩვენი იყო გამონაკლისი.. მე კიდევ მახსოვს პირველად იმ წელს შემორჩა ჩემს მეხსიერებას საზიზღარი გრინჩი და თავს ვიიმედებდი,რომ ამ შემთხვევაში ჩემი ნაძვისხეც და საჩუქრებიც მას გადაურჩებოდა..

რა არის გასაკვირი იმაში,რომ იმ ღამით ვერა და ვერ დავიძინე.მეჩვენებოდა დიდი,თეთრწვერა და ღიპიანი ბაბუა,როგორ იპარებოდა ჩემს სახლში და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს ალაგებდა.იმ ღამით საშინელი ქარი ქროდა,ვფიქრობდი სანტას რამე არ მოუვიდეს და საჩუქარი სულაც არ მინდა-მეთქი..

Read the full post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 120 other followers